სუდანში კერამიკის ქარხანაში ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

სუდანის დედაქალაქში კერამიკის ქარხანაში ხანძარი მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა, 45 დაშავებულია, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

Sky News Arabia-ს ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები