თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „თორმეტი გაკვეთილის“ ჩვენება გაიმართება

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მესამე დარბაზში – ფილმ „თორმეტი გაკვეთილის“ ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან – გიორგი მრევლიშვილთან  გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი მონაწილეობს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ქართულ პანორამაში და ასევე წარდგენილია ევროკავშირის ნომინაციაზე „ადამიანის უფლებები კინოში“.
ფილმი მოგვითხრობს გურიაში მცხოვრებ ვალერი ბაბუზე, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს მისი აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ინტეგრაციას საზოგადოებაში. დიდი გამოწვევების და ადგილობრივად რესურსების უქონლობის პირობებში, ვალერი ცდილობს ვაკოს ის გაკვეთილები ასწავლოს, რომელიც ცხოვრებისეული გამოწვევების დამოუკიდებლად დაძლევაში დაეხმარება.
კინოჩვენება ”თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში” 3 და 5 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები