მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე “ქართული ოცნების“ 1 მხარდამჭერი დააკავეს და 2 განარიდეს. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები