გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილი აღარ მალავს, განცხადებებს აკეთებს, საფლავში ჩავყვეთ და ცხვირიდან სისხლი ვადინოთო
“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის იმდენად დიდი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ მალავს, განცხადებებს აკეთებს, საფლავში ჩავყვეთ და ცხვირიდან სისხლი ვადინოთო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ სტრატეგიული გეგმა გააჩნია, თუ როგორ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი სახის დაპირისპირებები.
“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის იმდენად დიდი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ მალავს, განცხადებებს აკეთებს, საფლავში ჩავყვეთ და ცხვირიდან სისხლი ვადინოთო. აქეთა მხარეს უკიჟინებენ, რომ არანაირი რეაგირება იმ მოქმედებებზე არ მოახდინოს, რასაც ერთი მხარე აკეთებს. “ნაციონალურ მოძრაობას“ სტრატეგიული გეგმა გააჩნია, თუ როგორ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი სახის დაპირისპირებები. ამას არ უნდა ავყვეთ, ჩვენი გეგმა და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის სახე ის ღონისძიებაა, რომელიც ორბელიანზე ჩატარდა და ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხება“, – განაცხადა ვოლსკიმ.