საქართველოში პოპულარული ფოტოს დამუშავების პროგრამა FaceApp-ი FBI-მ რუსულ საფრთხედ შეაფასა

ნებისმიერი რუსული პროგრამა, მათ შორის ფოტოს დამუშავების FaceApp აშშ-ის კონტრდაზვერვისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, – ასე უპასუხა აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ნიუ-იორკის შტატის სენატორის ჩაკ შუმერის მიმართვას, რომ უნდა მოხდეს რუსული FaceApp-ის შემოწმება.

FBI-იმ პასუხი Twitter-ში გაავრცელა. პასუხში ნათქვამია, რომ უწყება FaceApp-ს, ან სხვა მსგავს პროდუქტს, რომელიც რუსეთშია შემუშავებული, კონტრდაზვერვისათვის პოტენციურ საფრთხედ განიხილავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასკვნა გაკეთებულია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რასაც აღნიშნული დანამატი საჭიროებს. კერძოდ, მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, გამოყენების პირობები, ასევე სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც რუსეთისთვის არის ხელმისაწვდომი. წერილში ასევე ნათქვამია, რომ რუსულ ФСБ-ს ძლიერი შესაძლებლობები აქვს.
მათ დისტანციურად აქვთ წვდომა ყველა კომუნიკაციასა და სერვისთან, ინტერნეტ-პროვაიდერთან მიმართვის გარეშე. FaceApp პეტერბურგში, კომპანია Wireless Lab-ის მიერ არის შემუშავებული, რომლის ხელმძღვანელია “Яндекс”-ის ყოფილი თანამშრომელი იაროსლავ გონჩაროვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები