მწერალთა სახლში ბრიუსელის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატების კონცერტი გაიმართება

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, საღამო – „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოზე ელისო ვირსალაძის ცენტრი წარმოადგენს ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებს: ჯულია პუსკერს (ვიოლინო), ევა რაბჩევსკას (ვიოლინო).
პროგრამაშია:
მოცარტი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის №1 სი ბემოლ მაჟორი
მოცარტი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის №5 ლა მაჟორი
ბახი – კონცერტი ორი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის რე მინორი
სარასატე – ნავარა
მონაწილეობს ოპერის კამერატა (ხელმძღვანელი – ლელა მჭედლიძე); დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი.

ჯულია პუსკერმა საერთაშორისო ყურადღება 2019 წელს ბრიუსელში დედოფალ ელისაბედის სახელობის კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიიპყრო. ინგლისური მუსიკალური ჟურნალი „სტრედი“ მისი შესრულების „ჯადოსნურ სისადავეზე“ წერდა, ხოლო ბელგიური გაზეთი „ლა ლიბრი“ მას ვიოლინოს ჭეშმარიტ „არისტოკრატად“ მოიხსენიებდა.
ევა რაბჩევსკას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო – პირველი პრიზი კაროლ ლიპინსკის და ჰენრიკ ვინიავსკის სახელობის ახალგაზრდა მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე ლუბლინში, პოლონეთი (2015), და პირველი პრიზი საერთაშორისო კონკურსზე – „ახალგაზრდა ვირტუოზები“ სოფიაში, ბულგარეთი (2017).

მის: ივ. მაჩაბელის ქ. 13.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები