„ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს, რუსთაველის თეატრს და ქართველ მაყურებელს“

თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის ზაირა (ზაზა) ლებანიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაია კახიძე ეხმიანება.
„ქალბატონი ზაირა, სოხუმის, მარჯანიშვილის, რუსთავის თეატრებში მუშაობდა. კარგად მახსოვს ჩემს გოგოობაში მისი როლები, 1975 წლიდან იგი რუსთაველის თეტრის მსახიობი იყო. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 2014 წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა. ერთ – ერთი უკანასკნელი როლი კი გახმაურებულ სპექტაკლში „მოხუცი ჯამბაზები“ ითამაშა. ყველაზე დიდი პოპულარობა მსახიობს მოუტანა ტელესპექტაკლმა – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, სადაც ის ელისაბედის როლს ასრულებდა.
თქვენთან ერთად ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს, რუსთაველის თეატრს და ქართველ მაყურებელს“, – წერს მაია კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები