შს მინისტრის მერე თანამდებობას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორი შეეწირა, მიზეზი “კანონიერი ქურდების” მკვლელობაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მანამდე, დღეს ე.წ. თანამდებობიდან შს მინისტრი გარი არშბაც გათავისუფლდა.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ სოხუმის ცენტრში სროლა მოხდა, რომლის დროს ე.წ. “კანონიერი ქურდი” და კრიმინალური ავტორიტეტები დაიღუპნენ.

ე.წ. თანამდებობის პირების გათავისუფლება სოხუმის ცენტრში შეკრებილებმა მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები