ირაკლი კობახიძეს “ქორთიარდ მერიოტთან” ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა, სადაც მას მოძრაობა “სირცხვილიას“ და “შეცვალეს” წევრები შეძახილებით დახვდნენ და “სირცხვილის დერეფანი” მოუწყვეს. ისინი სკანდირებდნენ: “მონა”.

ირაკლი კობახიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ირაკლი კობახიძის გამოსვლას დაელოდებიან და “სირცხვილის დერეფანს” მოუწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები