ბიბილოვის “გადაწყვეტილებით”, ახალგორში მცხოვრებლები თბილისში სამკურნალოდ ჩასვლას შეძლებენ
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის „ნებართვა მისცეს“.
ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
დადგინდა, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ის პირები გადავლენ, რომლებიც გადაუდებელ და მაღალტექნოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ.