გვენეტაძე გერბზე დატანილ “666”-ზე – სანამ “ნაცსექტის” სიმბოლოებს არ მოვაშორებთ, გამარჯვება არ გვეღირსება
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საქართველოს გერბზე იყო საუბარი ამავე გაზეთში ეხმაურება.
კერძოდ, სტატიაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს გერბზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს დაამტკიცა, სატანის ნიშანი “666” აღბეჭდილი.
გვენეტაძის თქმით, სანამ საქართველოს “ნაცსექტის” პარტიულ სიმბოლოებს არ მოვაშორებთ, ქვეყანას გამარჯვება არ ეღირსება.
“საქართველოს გერბის შესახებ წერილს გავეცანი და შოკირებული ვარ.
დღევანდელი ჩვენი გერბიც, რომელიც ყველა უბედურებასთან ერთად, თურმე, სატანისტური სიმბოლოებითაც ყოფილა დახუნძლული, ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის ცუდი, დამახინჯებული ვარიანტია. რაც ეს დროშა და გერბი სააკაშვილმა და მისმა სექტამ თავს მოგვახვიეს, იმის შემდეგ საქართველოს უბედურება არ შორდება.
დიახ, 2003 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, რაც ნაცები ერთპიროვნულად დაეპატრონნენ ხელისუფლებას, ქვეყანა წელში ვერ სწორდება. 2008 წლის აგვისტოს ომი, თავისი კატასტროფული შედეგებით, სააკაშვილმა და მისმა ხროვამ სწორედ ხუთჯვრიანი დროშების ფრიალით იზეიმა. ამ დროშებით იზეიმეს 2011 წლის 26 მაისიც, როცა რუსთაველზე, კერძოდ, მეტრო “თავისუფლების მოედნის” წინ, მაღაზიის სახურავზე გვამები იყო შემოწყობილი. ბოლოს და ბოლოს, ქართველი ერის ღირსების საკითხია, უნდა თუ არა მას იმ დამნაშავეთა ხროვის პარტიული დროშა, გერბი და ჰიმნი, რომლებმაც 26 000 ბინძური ფაილი და კასრების ვიდეო-კადრები შექმნა. ხომ გეუბნებით ეს დროშა, გერბი და ჰიმნი საქართველოს თავს მოახვიეს წყეულმა ადამიანებმა, ამიტომაც სანამ ნაცსექტის პარტიულ სიმბოლოებს არ მოვაშორებთ, ქვეყანას გამარჯვება არ ეღირსება”, – განაცხადა გვენეტაძემ.