ვინ არის ლიდერი კომპანია და რამდენი ათასი ავტომობილია დაზღვეული საქართველოში

0

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში ავტომანქანის დაზღვევის 92, 917 პოლისია გაცემული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 957 პოლისით მეტია.

2018 წლის სექტემბერში სულ 79 960 ავტომობილი იყო დაზღვეული. ავტოდაზღვევიდან მოზიდულმა პრემიამ სულ 84,38 მლნ ლარი შეადგენა.

პრემიის 26%, 21,70 მლნ ლარი – “თიბისი დაზღვევაზე“ მოდის, 20%, 16,75 მლნ ლარი – „ალდაგზე”, 17%, 14,87 მლნ ლარი ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე”, 5%, 4,19 მლნ ლარი “არდიზე“, 5%, 3,93 მლნ ლარი „ირაოზე“, 27% კი ყველა დანარჩენ სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება.

კომენტარები

კომენტარი