იტალიაში საქართველოს მოქალაქე მანქანების დარბევისთვის დააკავეს
იტალიელმა კარაბინერებმა საქართველოს 27 წლის მოქალაქე, მანქანების დარბევისთვის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
მანამდე, პოლიციაში ერთ-ერთი მოქალაქისგან შეტყობინება შევიდა, რომ მის სახლთან უცნაური ხმაურია. კაცის თქმით, ისმოდა ხმაური და ყვირილი.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დაინახეს, რომ მამაკაცი გზაზე მდგომ მანქანებს აზიანებდა. მან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის ამბობდა: „ერთ კვირაში ნახავთ რა მოგივათ, მოგკლავთ, თქვენ და თქვენ შვილებს მოვკლავ“.
მამაკაცის სახლის ჩხრეკის დროს ნაპოვნი იქნა რამდენიმე გრამი მარიხუანა.
ამჟამად მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.