ხელვაჩაურში საავტომობილო გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ხევლვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაპანდები-ქორიძეები- ალფაზონის საავტომობილო გზაზე ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ ადგილას ხიდის ნაცვლად, სანიაღვრე მილი იყო განთავსებული, რომელიც ყოველი გაწვიმებისას წყალს არ ატარებდა და დასახლებას პრობლემებს უქმნიდა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ადგილობრივების მოთხოვნა გაითვალისწინა და პროექტის ფარგლებში, 3.6 სიგრძის და 4.0 მეტრი სიგანის ახალი ხიდი აშენდება, რომლითაც 30 ოჯახი ისარგებლებს.
პროექტი აჭარის საავტომობილლო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 40 699 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს ხელვაჩაურის საგზაო ახოციელებს.