ოკუპირებულ აფხაზეთში სასაფლაოდან არმენ გრიგორიანი გაიტაცეს
ოკუპირებული აფხაზეთი სულ უფრო მეტად ხდება კრიმინალური დაპირისპირების, ან შურისძიების არენა.
ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა 24 ნოემბერს, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული არმენ გრიგორიანი გაათავისუფლეს.
გატაცებული გუდაუთის რაიონში იქნა ნაპოვნი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გატაცებასთან დაკავშირებით დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი, მათ ბრალად ადამიანის გატაცება ედებათ.
22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში სროლა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი დაიჭრა. დაღუპულთა შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, 38 წლის ასტამურ შამბაა.
პირები, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს ამ დრომდე დაკავებული არ არიან.