მამუკა სალუქვაძე: ყველას მოვუწოდებ, შეშისა თუ ცოცხის სასროლად აღმართული ხელი ჯიბეში ჩაიყოს და თანხა პატარა ანიტას, გაბრიელის და მათი თანატოლების გადასარჩენად გადარიცხოს

ყველას მოვუწოდებ, შეშისა თუ ცოცხის სასროლად აღმართული ხელი ჯიბეში ჩაიყოს და ქვეყნის არევისთვის განკუთვნილი თანხა პატარა ანიტას, გაბრიელის და მათი თანატოლების გადასარჩენად გადარიცხოს, – ამის შესახებ ურბანისტი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილმა პატარა ანიტას, გაბრიელის და მათი თანატოლების სიცოცხლისათვის ბრძოლა აირჩია.

“ხელისუფლებისათვის ყველა მიღებული და მიუღებელი საშუალებებით ბრძოლის ფონზე, რომელსაც ჩვენი ძველი თუ ახალი პოლიტიკური “ისტებლიშმენტი” მუდმივად გვთავაზობს აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილმა აირჩია ბრძოლა პატარა ანიტას, გაბრიელის და მათი თანატოლების სიცოცხლისათვის. მეც პირადად ამ ბრძოლაში ვარ ჩართული და ყველას მოვუწოდებ, შეშისა თუ ცოცხის სასროლად აღმართული ხელი ჯიბეში ჩაიყოს და ქვეყნის არევისთვის განკუთვნილი თანხა იმ ანგარიშებზე გადარიცხოს, რომელსაც მრავლად ნახავთ ტელევიზიაში თუ სოციალურ ქსელებში. მოგიწოდებთ, სიცოცხლე ვაჩუქოთ ჩვენს მომავალს,”- წერს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები