6 ქვეყნის მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ – შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება

 3 დეკემბერს, 10:30 – 16:00 საათზე, მწერალთა სახლში  საქართველოს პენცენტრის პროექტის –  „მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.
პროექტში მონაწილე 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა) პოპულარული მწერლები  ისაუბრებენ სიძულვილის ენასა და პრობლემის მოგვარების გზებზე – განუცხადეს ,,კვირას’ ორგანიზატორებმა.
პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა) სიძულვილის ენის შესახებ დისკუსიების წარმოება და შედეგად, საზოგადოების ინფორმირება. პროექტის ფარგლებში ტარდება სამი საჯარო ლექცია და კონფერენცია.

კონფერენციის მომხსენებლები და პროექტის მონაწილეები არიან:

ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი);
მარინე პეტროსიანი (სომხეთი);
ალი ნოვრუზოვი (აზერბაიჯანი);
გიუნელ მოვლუდი (აზერბაიჯანი);
ვოლია ჰაპეევა (ბელორუსია);
ულადისლაუ ივანოუ (ბელორუსია);
ირაკლი ლომოური (საქართველო);
ქეთევან ქანთარია (საქართველო);
ინნა ჩებოტარი (მოლდავეთი);
პაულა ერიზნაუ (მოლდავეთი);
ოსტაპ სლივინსკი (უკრაინა);
იური ზავადსკი (უკრაინა).

კონფერენციაზე ავტორები ისაუბრებენ მშობლიურ ქვეყნებში არსებული ვითარებისა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. ამ საკითხზე მათ მიერ მომზადებული სტატიები გამოქვეყნებულია პროექტის ვებგვერდზე www.hatecontrol.ge
პროექტი ხორციელდება “გერმანიის მარშალის ფონდის”, Black Sea Trust-ის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები