საგარეჯოს კულტურის სახლში მარინა შანიძის ახალი კრებულის  – ,,შენკენ სავალი ბილიკის”  წარდგენა გაიმართება

4 დეკემბერს, 15 საათზე, საგარეჯოს ქალთა საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საგარეჯოს კულტურის სახლის ახალგაზრდულ დარბაზში, მარინა შანიძის ახალი პოეტური კრებულის  – ,,შენკენ სავალი ბილიკის”  წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ საგარეჯოს ქალთა საბჭოდან აცნობეს, მარინა შანიძე  არის საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, პოეტი, კომპოზიტორი, პედაგოგი, მარიკა ბარათაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი (მეუღლესთან და შვილებთან ერთად), მრავალი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის – ,,ჩონგურო ჩემოს” გრანპრის მფლობელი…
ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი პოეტები, მწერლები, მუსიკოსები…
საღამოზე აჟღერდება მარინა შანიძის სიმღერები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები