ახმეტელის თეატრში „ზვავის“ პრემიერა გაიმართება

3, 4 დეკემბერს ახმეტელის თეატრში პრემიერაა – ცნობილი თურქი დრამატურგის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს ყველაზე ცნობილი პიესა „ზვავი“ აზერბაიჯანელმა რეჟისორმა  ირადა გოზალოვამ დადგა.
როგორც „კვირას“ ახმელის თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლის კომპოზიტორია – მეჰრან მირმირი  (ირანი), მხატვრები – მარიკა კვაჭაძე, სალომე ბათლიძე;
მონაწილეობენ: მაიკო ვაწაძე, ანდრია გველესიანი, თამარ ბეჟუაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, ნინო ციმაკურიძე, რომა ცირეკიძე, ნელი ბადალაშვილი.
„ზვავი“  წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.
„ავტორი ამ პიესით  ეხმიანება ისეთ აქტუალურ და მუდმივად მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა დანერგილი შიში ადამიანებს შორის და რა ხდება მაშინ, როდესაც წესები ირღვევა და  ვხვდებით, რომ  ცვლილებების დროა? ხმას ვიღებთ!  მთელი სამყაროს  გასაგონად ვიღებთ ხმას და ვემზადებით ცვლილებებისთვის, რომელიც განპირობებულია თავისუფლების მოპოვების სურვილით“, – აღნიშნულია ახმეტელის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები