ქუთაისში ენმ-ს ოფისთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები აქციას მართავენ

“არა მიშას” – ამ ლოზუნგით ქუთაისში მმართველი პარტიის მხარდამჭერები ოპოზიციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაშინ გააღიზიანა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” ოფისში შეიჭრნენ. “ოცნების” მხარდამჭერები ამბობენ, რომ ოფისში შეჭრას არ აპირებენ და აქციას მშვიდობიანი სახე ექნება.

“ნაციონალების” მოქმედებებს ვაპროტესტებთ. ისინი “ქართული ოცნების” ოფისში შეიჭრნენ და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. გამოგვიწვიეს და პასუხი უნდა მიიღონ. ეს არის მშვიდობიანი აქცია, არ ვაპირებთ შეჭრას, შევამკობთ იმ სიტყვებით, რაც ეკუთვნით”, – განაცხადა “ოცნების” მხარდამჭერმა, ნუგზარ ხუციბერიძემ.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები მსვლელობით ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, სადაც შენობაში შეჭრა სცადეს და კვერცხები და ცოცხები ესროლეს, შემდეგ კი ენმ-ს ოფისთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები “ნაცმოძრაობის” ოფისს საღებავებსა და კვერცხებს ესროდნენ. ამ წუთებში ადგილზე ვითარება შედარებით განმუხტულია.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები