ლევილში ქართულ ბიბლიოთეკას ეროვნული ბიბლიოთეკა გახსნის

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ლევილის მამულს ესტუმრა.
„ლევილს ვესტუმრეთ ჩემს მეგობართან, შესანიშნავ დესპანთან – გოჩა ჯავახიშვილთან ერთად, დაგვხდნენ ჩვენი ძველი მეგობრები – ლევილის მმართველთა საბჭოს წევრი ირენ ციციშვილი  და ასოციაცია „ქართული კერას“ ვიცე-პრეზიდენტი – ელისო ტარასაშვილი.
მოლაპარაკების შედეგად, ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს ბიბლიოთეკას, რომელიც ორნაწილიანი იქნება – პირველი ემიგრაციის მიერ დატოვებული ფონდი და მეორე – დიდი ქართული ბიბლიოთეკა“,- აცხადებს გიორგი კეკელიძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები