არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას რა წინადადებები და არგუმენტები აქვს საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არგუმენტების გაცვლას ემსახურება. მისი განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, მოუსმინოს ოპოზიციის წინადადებები და არგუმენტები საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას დაბრუნებულიყვნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, მაინც ოპოზციის ნაწილი აგრძელებდა დღემდე დესტრუქციულ მოქმედებას, ჩვენ ვფიქრობთ, ასევე იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციითა და პიკეტოლოგიით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რამე შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ, ამ შეხვედრისთვის.
მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები აქვს, არგუმენტები აქვს, გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე ამ დღეებში საუბარი, ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება კონკრეტული არგუმენტების განხილვა.
როგორც გითხარით, ოპოზიციის ნაწილი დღემდე აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენ მზად ვართ, მათ მივცეთ ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს 2020 წლის არჩევნებისთვის ქვეყანა მოვამზადოთ. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას შევასრულებთ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები