16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდე – თელავში “ხმა ამოიღეთ” ფილმის ჩვენება გაიმართა

თელავში გენდერული ძალადობის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფილმის „ხმა ამოიღეთ” ჩვენებაზე მისულმა ადამიანებმა რეალურ ამბებზე დაფუძნებული ისტორიები მოისმინეს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ქალთა მიმართ ძალადობის ამსახველი კადრები იხილეს, სადაც ძალადობის მსხვერპლები თავად იხსენებდნენ ცხოვრების ტრაგიკულ მომენტებს.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია, ფართო საზოგადოებამ ხმა ავიმაღლოთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობაზე”, – აღნიშნა დემოკრატიული ჩართულობის ქსელების თელავის ოფისის კოორდინატორმა, ლიკა იმერლიშვილმა.
საკუთარ ისტორიაზე “რეგიონულ კვირასთან” ღიად ისაუბრა ერთ-ერთმა სტუმარმა, სოფიო ჯეთარიშვილმა, რომელმაც ოჯახსა და სკოლაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და ბულინგზე მოგვიყვა.
„წლების განმავლობაში, სკოლაში ვიყავი ბულინგის მსხვერპლი და ოჯახშიც ძალადობის მსხვერპლი მამაჩემის მხრიდან და მიხარია, რომ დღეს ეს პრობლემა მოვაგვარე. თუმცა საზოგადოება მაინც არ არის მზად ამ პრობლემასთან პირისპირ შესახვედრად. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა“, – განმარტა ჯეთერაშვილმა.

16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 1991 წლიდან იღებს სათავეს. კამპანიაში დღემდე 130 ქვეყნის 1700-მა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა დათავისი წვლილი შეიტანა  პრობლემის მოგვარებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები