გრიგოლ ვაშაძე: რამდენი გუნდიც უნდა იღებდეს მონაწილეობას, გაერთიანებული ოპოზიცია და “ნაცმოძრაობა” გაიმარჯვებს
რამდენი გუნდიც არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, გაერთიანებული ოპოზიცია და მისი შემადგენელი ნაწილი,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მოძრაობა “ლელოს“, “შენების მოძრაობის“ და “ახალი მემარჯვენეების“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას.
გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ გაერთიანება მათი კონსტიტუციური და პოლიტიკური უფლებაა.
“რა გაერთიანებასაც უნდა იმ გაერთიანებას გააკეთებენ. ეს, მათი კონსტიტუციური და პოლიტიკური უფლებაა. ჩვენთვის ამით არაფერი არ იცვლება. რამდენი გუნდიც არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, გაერთიანებული ოპოზიცია და მისი შემადგენელი ნაწილი,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს. ” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ. შესაბამისი განცხადება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.