„გოეთე და ქალები, ანუ სიყვარული, როგორც დაცემა და ხსნა“ – ლექცია გაიმართება

10 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, თსუ ასოცირებული პროფესორის, კონსტანტინე ბრეგაძის ლექცია: „გოეთე და ქალები, ანუ სიყვარული როგორც დაცემა და ხსნა“ გაიმართება.
„თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე გოეთე ყოველთვის და ყველგან შეყვარებული იყო – ყრმობისას მშობლიურ ქალაქ ფრანკფურტში, სტუდენტობისას ლაიპციგსა და სტრასბურგში, შუა ხნის, სიმწიფის ასაკში ვაიმარსა და იტალიაში, მოხუცებულობისას ობერრადსა (ფრანკფურტთან) და მარიენბადში.
ლექციაზე, შეძლებისდაგვარად, განხილული იქნება გოეთეს ყველა სასიყვარულო ისტორია (ფრიდერიკე ბრიონთან, შარლოტე ბუფთან, მაქსიმილიანე ლა როშთან, ლილი შიონემანთან, შარლოტე ფონ შტაინთან, იტალიაში ვინმე ფაუსტინასთან, ქრისტიანე ვულპიუსთან, მარიანე ვილემერთან, ულრიკე ფონ ლევენცოვთან) და ამ ისტორიების პარალელურად გოეთეს მიერ შექმნილი სატრფიალო ლიტერატურა.
გოეთეს ტრფობის ისტორია გააზრებულ უნდა იქნას, როგორც „მარად-ქალურის“ წიაღისაკენ ტანჯვით, ტკივილით, ლხენითა და ნეტარებით სვლა. ამ გზაზე კი ბევრი დაცემაც იყო და და დიდი ტრიუმფებიც“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები