„ქარით დატირებული“ – გივი ორჯონიკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გია ყანჩელის ლიტურგია შესრულდება

3 დეკემბერს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, „სილქ ფაქტორი სტუდიოს“ პავილიონში, გივი ორჯონიკიძის დაბადებიდან 90 და გარდაცვალებიდან 35 წლისთავსადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია „მუსიკა კულტურის კონტექსტში“ ფარგლებში.
საღამოზე შესრულდება –  ქართული საგუნდო მუსიკა; გია ყანჩელის ნაწარმოები – გივი ორჯონიკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტურგია ორკესტრისა და სოლო ალტისათვის – „ქარით დატირებული“.
მონაწილეობენ: წმინდა სამების საპატრიარქო გუნდი – სვიმონ ჯანგულაშვილი, დირიჟორი;
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი;
გიორგი ცაგარელი, ალტი.

მის: კოსტავას ქ. 59.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები