#ანიტასთვის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, 2 წლის ანიტას დასახმარებლად, ანსამბლმა “თბილისმა” საქველმოქმედო კონცერტი გამართა. საღამოზე გაჟღერდა ხალხური და ქალაქური სიმღერები.

ანიტას პრობლემა ყველასთვის ნაცნობი გახდა, ყველამ გულთან მიიტანა პატარა ბავშვის მდგომარეობა. საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზეა. სოლიდარობას ვუცხადებთ და ქმედითია ამ შემთხვევაში ეს სოლიდარობა“,- განაცხადა ანსამბლ “თბილისის“ წევრმა ნიკოლოზ ბერიაშვილმა.

ოზურგეთში ჩატარებულ კონცერტზე, ანიტასთვის 590 ლარი შეგროვდა.

ანიტას დასახმარებლად ღონისძიებები კვლავ გრძელდება. შემდეგი კონცერტი 29 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება. მსმენელის წინაშე ანსამბლი “ნადურიწარსდგება.

პროექტი “შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები