სუდანში ქალებს შარვლის ტარების უფლება მისცეს

სუდანის ახალმა ხელისუფლებამ “სამოქალაქო წესრიგის შესახებ” კანონი გააუქმა, რომელიც არეგულირებდა, მათ შორის საზოგადოებაში ქალის გამოჩენის წესს და ამ წესების დარღვევისთვის სასჯელს აწესებდა.

კერძოდ, კანონი, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის დროს იქნა მიღებული, ქალებს შარვლის ტარების უფლებას უზღუდავდა, ასევე საჯარო ადგილებში თავსაბურველის გარეშე გამოჩენას, ისეთი მამაკაცის გვერდით ყოფნას, რომელიც მისი მეუღლე ან ნათესავი არ იყო.

კანონის დარღვევა მაღალ ჯარიმას, გამათრახებას, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები