სენაკში თბილისი-ზუგდიდის მაგისტრალის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მშვიდობის ქუჩის მოსახლეობის ნაწილმა თბილისი- ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის მოთხოვნით, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანების მოძრაობამ გზა სრულად დააზიანა და სარეაბილიტაციო სამუშაო, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ჯერ არ დაწყებულა.
აქციის მონაწილეებს სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. მისი განმარტებით, თბილისი- ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი საქართველოს გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. კუპრეიშვილის თქმით, უკვე შესრულებულია საპროექტო სამუშაო და 2020 წლის იანვარში ტენდერი გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები