თეა წულუკიანი: ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს, ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში

ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს, ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ეროვნულ ბიბლიოთეკიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

“მე და ალბათ ის ადამიანებიც ევროკავშირიდან, „იუნისფეიდან“ – ჩვენი ტრადიციული მეგობრები, ვინც დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, რადგან დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაერო-ს ბავშვს უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ვინც გარეთ სტვენს, არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ადამიანებს ციხეში. ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია. მადლობა მათ ამ ფონისთვის, რადგან ამით ჩვენ შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რეალურად რა იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
 
როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ფეხქვეშ თელავდნენ გაერო-ს ბავშვის უფლებების კონვენციას და რა ხდება დღეს, როდესაც 2015 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმების წყალობით, 4 000-ზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ანუ, ეს 4000 ბავშვი ჩვენი რეფორმების წყალობით არ მოხვდა ციხეში და მოხვდა საგანმანათლებლო პროგრამაში ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში. ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ეს ბავშვები მოხვდებოდნენ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის უხერხულობას, როცა აქციის მონაწილეები ამ ფორმით ხვდებიან, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ არანაირი დისკომფორტი არ ექმნება.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იუსტიციის მინისტრს აქციით შეხვდნენ. გარეთ “ნაცმოძრაობის” ლიდერები და ოპოზიციის წევრები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები