ოთარ ანგურიძე: 2019 წელს ქვეყანაში ფიქსირდება სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ქვეყანაში დაძაბული და ნეგატიური ფონის შექმნას ცდილობს
2019 წელს ქვეყანაში ფიქსირდება სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ქვეყანაში დაძაბული და ნეგატიური ფონის შექმნას ცდილობს, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ზრდა დაფიქსირებულია დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში და ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში.
“საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაში საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები ფიქსირდება. ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,7% შეადგინა, ხოლო 2019 წლის ათი თვის საშუალო ზრდამ 5,1%.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების გაუმჯობესებამ. ათი თვის მდგომარეობით 10,4%-ით გაზრდილია საქონლის ექსპორტი და გადააჭარბა 3 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი შემცირდა 3,1%-ით და შეადგინა 7,3 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი 10,4 მლრდ აშშ დოლარი, შეადგინა.
ოქტომბერში ასევე მნიშნელოვნად გაუმჯობესდა ტურიზმიდან შემომავალი ნაკადები 5,2%-ით და წმინდა ფულადი გზავნილები 12,5%-ით.
მთლიანობაში ასევე ზრდა დაფიქსირებულია დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში და ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად პოლიტიკოსთა ნაწილისა, რომლებიც ცდილობენ მათი ქმედებებით ქვეყანაში შექმნან თითქოს დაძაბული და ნეგატიური ფონი ეკონომიკა ვითარდება და 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდება სტაბლურად მაღალი ეკონომიკური ზრდა,” – წერს ოთარ ანგურიძე.