გიგი უგულავა აქციაზე დაბრუნდა – „მეტაკნენ და წამიყვანეს”
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
როგორც მედიის წარმომადგენლებს მან განუცხადამ სამართალდამცველებმა ის ადგილიდან განარიდეს.
„მეტაკნენ და წამიყვანეს. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ ჩემს სიტყვას, როგორც ლიდერისას შესაძლოა რამე ესკალაცია მოჰყვეს და გაგარიდეთო”, – განაცხადა უგულავამ.
საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან მიმდინარე აქციიდან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ გაიყვანა.