ირაკლი აბესაძე: უგულავა დააკავეს იმიტომ, რომ მას სურდა სიმართლის თქმა წულუკიანისთვის
საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს. ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სამართალდამცველებმა ის ადგილიდან გაიყვანეს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი აბესაძე უგულავას დაკავებას ადასტურებს.
“უგულავა დააკავეს იმიტომ, რომ მას სურდა სიმართლის თქმა თეა წულუკიანისთვის. წულუკიანის სადმე შესაყვანად მოუწევთ განსაკუთრებული მობილიზება”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.