თბილისის საკონცერტო დარბაზში რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის სიმღერების საღამო გაიმართება

30 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში,  კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის სიმღერების საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოზე შესრულდება რუსუდან სებისკვერაძის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერების სრულიად ახალი ვერსიები, რომლებიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის შეიქმნა.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „თბილისის სიმფონიური ორკესტრი“ –  დირიჟორი – ვახტანგ კახიძე; ნანი ბრეგვაძე; ეკა მამალაძე; ნუკრი კაპანაძე; მაია ჯაბუა; დავით ნოზაძე; ანსამბლი „შვიდკაცა“; ანსამბლი “რუსთავის” სოლისტები;„თეატრალურის კვარტეტი“; “ ნეკა სებისკვერაძე; გიორგი სუხიტაშვილი; ნოდიკო ტატიშვილი და მაკა ზამბახიძე, კონცერტმეისტერი ნინო გულიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები