თეატრალური პრემია „დურუჯი 2019“-ის გამარჯვებულები ცნობილია

თეატრალური პრემია „დურუჯი 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მე-12 დაჯილდოების ცერემონიალი საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.  2019 წლის საკონკურსო ეტაპზე მონაწილეობა 35-მა კონკურსანტმა მიიღო.​

საუკეთესო სპექტაკლი:
“ჰეკაბე” – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ავტორი – ევრიპიდე. რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი. სცენოგრაფია – მიხეილ ჩარკვიანი. მუსიკა – ერეკლე გეწაძე.
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა”:
“ანტიმედეა” – რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი.
თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. ავტორი- ლაშა ბუღაძე. სცენოგრფია – გურამ მაცხონაშვილი. მუსიკა – Hamatsuki.
საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა:
“მარინა რევია “ – ავტორი ალექსი ჩიღვინაძე.
ფოთის ვ. გუნიას სახელმწიფო დრამატული თეატრი. რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე. სცენოგრაფია – ანანო დოლიძე.
საუკეთესო სცენოგრაფია:
“ალტონელი განდეგილები” – სცენოგრაფი თეო კუხიანიძე.
თავისუფალი თეატრი. ავტორი – ჟან-პოლ სარტრი. რეჟისორი ვანო ხუციშვილი.
საუკეთესო მუსიკა:
“ღვთაებრივი კომედია” – მუსიკის ავტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია
მოძრაობის თეატრი. ავტორი – დანტე ალიგიერი. რეჟისორი იოსებ ბაკურაძე. სცენოგრაფია – ანა გორბასი, ბიძინა სიდიანი. ქორეოგრაფია – ლაშა რობაქიძე.
საუკეთესო ქალი მსახიობი:
ენდი ძიძავა – “მარინა რევია”
ავტორი – ალექსი ჩიღვინაძე. რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე.
ვ.გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრი.
საუკეთესო კაცი მსახიობი:
ბიჭკა ჭეიშვილი – “ბალიშის კაცუნა”
დ.ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი
ავტორი – მარტინ მაკდონაჰი. რეჟისორი – გეგა გაგნიძე.
საუკეთესო დებიუტი:
“ბალიშის კაცუნა “ – რეჟისორი გეგა გაგნიძე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დ. ალექსიძის სახელობის თეატრი. ავტორი- მარტინ მაგდონაჰი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები