„ქართუს“ დაფინანსებით, ლენტეხში, ბულეშის მუკბანიანების საგვარეულო კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში მუკბანიანების საგვარეულო კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მუკბანიანების კოშკის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს წარიმართა, შესრულებულმა სამუშაოებმა სანახევროდ მორღვეული კოშკის კედლები მოიცვა. ნაგებობის ქვები ახლიდან გადაეწყო და ნაწილობრივ ახალი მასალით ჩანაცვლდა. ფიზიკური სამუშაოების შედეგად ნაგებობის პირველ და მეორე დონეზე მოეწყო ხის სართულშუა გადახურვები. ფიზიკური სამუშაოების შედეგად ნაგებობის პირველ და მეორე დონეზე მოეწყო ხის სართულშუა გადახურვები.

მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად:
აღდგა კედლის ქვების წყობა ახალი ქვებით;
აღდგა ქონგურები ახალი ქვით;
მოეწყო სართულშუა ხის
კონსტრუქციები;
მოეწყო სახურავი ფიქალით (ორი რიგი);
მოეწყო შიდა კიბეები ხის მრგვალი
მორებისგან.
საგვარეულო კოშკზე ფიზიკური სამუშაოების ღირებულებამ, რომელიც ი/მ ანდრია მუკბანიანმა შეასრულა, 68 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები