ერთაწმინდის წმ. ევსტათე პლაკიდას სახელობის ტაძრის მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაზე სემინარი გაიმართება

28 ნოემბერს, 17 საათზე, თსუ-ს  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტში, დოქტორანტი ირმა მამასახლისი წაიკითხავს სემინარს: „ერთაწმინდის წმ. ევსტათე პლაკიდას სახელობის ტაძრის მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სემინარი მუდმივმოქმედი სემინარის – „ძველი და თანამედროვე ხელოვნების საკითხები“ ფარგლებში ჩატარდება.
ხელმძღვანელი – პროფესორი ზაზა სხირტლაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; რეცენზენტი – ასმათ ოქროპირიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები