პარლამენტის შენობის პიკეტირება დღეისთვის დასრულებულია
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან პიკეტირება დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა წევრმა შოთა დიღმელაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, აქციები პარლამენტის სასესიო კვირებში გაგრძელდება და ბევრად მასშტაბური იქნება.
პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქცია ჩვეულ რეჟიმში, გაშლილი კარვებით გრძელდება. იქ დარჩებიან მოქალაქეები და გაშლილ კარვებში ღამეს გაათენებენ. დღეს აღარც სიტყვით გამოსვლები იგეგმება.
დღეს დილიდან აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ.
ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანის განრიდება მოხდა.
ამ წუთებში კი, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.