გიორგი კახიანი: ევროპარლამენტარების მხრიდან საარჩევნო სისტემაზე გარკვეული კრიტიკა არ მიკვირს, თუმცა ყველაფერს ობიექტური ახსნა აქვს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საარჩევნო სისტემაზე გამოთქმული გარკვეული კრიტიკა არ უკვირს, რადგან ყველაფერს ობიექტური ახსნა აქვს.
მისივე თქმით, პარლამენტის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა და პიკეტირება კანონდარღვევაა.
“არ მიკვირს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საარჩევნო სისტემაზე გარკვეული კრიტიკა იყო გამოთქმული, მაგრამ რაც მოხდა, ყველაფერს ობიექტური ახსნა აქვს. მონდომებული ვიყავით, რომ ეს ცვლილებები განხორციელებულიყო. ეს მოცემულობა და რეალობა გვაქვს, სადაც აღმოვჩნდით და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ოპოზიციისთვის კონსტიტუციური პროექტის ჩავარდნა რაც არ უნდა მტკივნეული გადაწყვეტილება იყოს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტის ფუნქციონიერებისთვის ხელის შეშლა თუ პიკეტირება კანონდარღვევაა. არასწორი გზაა მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რაც მიღებული იყო უმრავლესობის მიერ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.