პარიზში, საშობაო გალაკონცერტში, 4 ქართველი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას

5 დეკემბერს, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში, საერთაშორისო ფონდ „SOS Talents“-ის საშობაო გალაკონცერტი გაიმართება.
საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გალაკონცერტში, ცნობილი ქართველი პიანისტის – ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდ ტალანტია.
ფონდი „SOS Talents“ 2000 წელს ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა მიშელ სონიმ დააარსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები