ახალციხის ქუჩებს რეაბილიტაცია უტარდება
ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი გრძელდება. პროექტის ფარგლებში, გზის 250 მეტრიან მონაკვეთზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და საცხოვრებელ სახლებთან მიერთებები.
პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ ღრელის ასახვევიდან, 9 აპრილის ქუჩამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა, რაც მოსახლეობას ზამთარში ბევრ პრობლემას გადაუჭრის.