მიხეილ სააკაშვილი: ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქუჩაში
პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დაიშალეთ! ამასობაში ივანიშვილმა უკვე შემოიღო გერმანული მოდელი – ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქუჩაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ – ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ პარლამენტის რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი.
ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩასასვლელი ქუჩაც. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.