თბილისში ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

 28 ნოემბერს, 15 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, აღნიშნავს ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღეს – „იყო ფრანგული ენის მასწავლებელი დღეს და ხვალ“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს დღე აერთიანებს ფრანგულის, როგორც უცხო ენისა და ბილინგვური სწავლების ენის პედაგოგებს მთელს მსოფლიოში.
ღონისძიებების მიზანია, ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიის წარმოჩენა, მასწავლებელთა შორის კავშირებისა და სოლიდარობის დამყარება, განმტკიცება, უშუალო გარემოში შეხვედრების ორგანიზება, პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
პროგრამა:
ფრანგული ენის პედაგოგებისთვის აკადემიური პალმების ორდენის გადაცემა – დალი გოცირიძე – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა; მანანა ნაროუშვილი-ჯანელიძე – ქუთაისის მე-4 საჯარო სკოლა; მედეა ჭაჭუა – ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის სკოლა.
„მრგვალი მაგიდა“: „ფრანგული ენის სწავლება ინოვაციური და კრეატიული მეთოდების გამოყენებით“.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 32 (კორპუსი ბ, დარბაზი 201)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები