დაჩი ბერაიამ ელენე ხოშტარიას “სამარცხვინო ადამიანი” უწოდა
პარლამენტში ფეხით მოსულ დეპუტატს, დაჩი ბერაიას პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის “ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია დახვდნენ.
დაჩი ბერაიამ, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ელენე ხოშტარიას სამარცხვინო ადამიანები უწოდა.
“ვერ ხედავთ რანაირად იქცევიან, სამარცხვინოები არიან. სამარცხვინო ხალხი დგას გარეთ. ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ადამიანი. გადაადგილების უფლებას მიზღუდავს, ვინ მისცა ამის უფლება ხოშტარიას. ქალია, ხომ ვერ დავეჯაჯგურები. ვეჭიდაო?! სამარცხვინო ადამიანების გამო გადაადგილებას ვერ შევიზღუდავ. მე ვარ დეპუტატი, რომელსაც მაქვს უფლება დავაჭირო ღილაკს ხელი, როცა მინდა და ვთვლი ამას საჭიროდ, აქციის მონაწილეებს ვერ ვკითხავ ახლა რას ვაპირებ. მე არავისთვის არაფერი დაპირება არ მიმიცია, იმის ფონზე რაც ხდება კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც განაგრძობენ. დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას. აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.