CNN: აშშ ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას გამოუყოფენ
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის მნიშვნელოვან შემცირებაზე გადადის.
ამის შესახებ CNN ალიანსა და პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 22%-დან 16%-მდე გეგმავს შენატანის შემცირებას, რაც გერმანიის შენატანს მიუახლოვდება, რომელიც 14,8% შეადგენს.
აღნიშნულია, რომ თეთრმა სახლმა ნატოსთან ახალი ფორმულა შეათანხმა.
აშშ-ის თავდაცვით უწყებაში ამბობენ, რომ დაზოგილი თანხით ევროპაში თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება, კერძოდ, უკრაინის და საქართველოს თავდაცვით პროგრამებს.
2019 წელს ნატოს სამოქალაქო ბიუჯეტი დაახლოებით 260,5 მლნ დოლარით განისაზღვრა და ბელგიაში ნატოს შტაბ-ბინისა და ადმინისტრაციული ხარჯის დასაფარად იყო მიმართული.
რაც შეეხება სამხედრო ბიუჯეტს, ის 1,56 მლრდ დოლარს შეადგენს, რომელიც მიმართულია ზოგიერთი ერთობლივი ოპერაციების დაფინანსებაზე.
აშშ ნატოს დაახლოებით 22%-ით პირდაპირი დაფინანსებას უზრუნველყოფდა, რაც შტაბ-ბინის დაფინანსებასაც ხმარდებოდა.