მწერალთა სახლში მაკა მიქელაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, მაკა მიქელაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, იგი ახალ ლექსებს წაიკითხავს.
„ბოლო დროინდელი ლექსები თითქმის სახლიდან გაუსვლელად დავწერე.
ინტერნეტთან მჯდარი დიასახლისის მსოფმხედველობით ვერავის გააოცებ, მაგრამ შთაბეჭდილებები ლექსად იქცა და დიდი სიყვარულით გათბა.
მინდა ჩემმა მკითხველმა გაიზიაროს მსოფლიო გონის აბლაბუდაში გახლართული ქალის გაბრძოლებანნი და ფართხალნი.
ვწერდი მოსაფრთხილებელზე და გადასარჩენზე.
მესტუმრეთ!
ეს საღამო არის ის, რითაც დღეს შემიძლია გაგიმასპინძლდეთ“, – წერს ფეისბუქის გვერდზე მაკა მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები