ივანიშვილი სააკაშვილზე: მაგას არც პროპორციული არჩევნები, არც შერეული და არც არანაირი სისტემა არ უშველის
“სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ქართული კანონმდებლობით. მაგას არც პროპორციული უშველის არც შერეული და არც არანაირი სისტემა”, – ამის შესახებ პარტია”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ ვითარებაში გამოიკვეთა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ისევ თავისი “ბელადისთვის” იღწვის.
“თვითონ რას აკეთებინებდა ეს ბელადი და რა გააკეთეს, გინდაც კანონმდებლობასთან დაკავშირებით, გინდათ კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც ზოგადად, ისევ მას მისტირიან, ისევ ის კარნახობს იქედან, ისევ ნაძარცვი ფულით, რამდენიმე “კმარა” და რაღაც სახელები დაარქვეს, დარბიან ეს ბავშვები ქუჩაში. ეს არის სირცხვილი. ისევ იმ ერთი კაცის კანონით ის აქ ვერ მოვა. ოთხი თუ ხუთი პროცესი მიდის. ერთი დასრულდა უზენაესის დონეზე და მისჯილი აქვს მას. ეს გუნდიც თავისი ბელადისთვის იღწვის ისევ, ეს გამოიკვეთა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.