სლოვაკეთში არჩევნებამდე 50 დღით ადრე სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების გასაჯაროება აიკრძალა
სლოვაკეთის პარლამენტმა პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვას ვეტო დაძლია და დაამტკიცა კანონი, რომელიც არჩევნებამდე 50 დღით ადრე სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების გასაჯაროებას კრძალავს.
მანამდე აკრძალვა მხოლოდ 14 დღეზე ვრცელდებოდა. ამიერიდან ქვეყნის პრეზიდენტი კანონმდებლების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გარდა ამისა, ის მოითხოვს კანონის ამოქმედების შეჩერებას, რადგან სლოვაკეთში საყოველთაო არჩევნები 2020 წლის თებერვლის ბოლოს გაიმართება. გადაწყვეტილებას ოპოზიციური პატიების ლიდერები და საექსპერტო საზოგადოება აკრიტიკებს, რომლებიც მას განიხილავენ, როგორც მმართველი გუნდის მცდელობას შეამციროს ახალი პარტიების პოპულარულობა.