ვლადიმერ ბოჟაძე: გერმანულ მოდელს, არამხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები , არამედ რეფერენდუმი სჭირდება

“კლასიკურ გერმანულ მოდელს, არამხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები არამედ, რეფერენდუმი სჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ, 2003 წელს მოსახლეობამ გადავწყვიტეთ რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, უნდა შეგვემცირებინა”,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შერეული საარჩევნო სისტემის გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველს აქვს, ორი ხმა, ორი აქტიური საარჩევნო ხმის უფლება.
“ხელში ამომრჩეველს უჭირავს ბიულეტენი, რომლითაც მან უნდა გადაწყვიტოს, 77 მანდატიდან რომელმა პარტიამ, რა რაოდენობის, მანდატები უნდა წაიღოს, და მეორეს მხრივ მაჟორიტარული ბიულეტენი, რომელშიც წერია სახელები და გვარები და უნდა გადაწყვიტოს ვინ უნდა აირჩიოს. მთელ ამ პროცესში აღმოჩნდება რომ არავის არ ახსოვს ამომრჩეველი, არავის არ ახსოვს ამომრჩევლის განათლება, და ასეთ სისტემაზე რომც გადავიდეს, რა უფლებები დარჩება ამ თვალსაზრისით ამომრჩეველს და რატომ ახლა ამასაც შევეცდები მარტივად ავხსნა. პირველ რიგში, ამომრჩეველი როცა აკეთებს არჩევანს, ორივეგან გააზრებულ არჩევანს აკეთებს და ჩვენ გვინახავს, პარტიის საარჩევნოში უფრო მეტი ხმები ვიდრე მათ, წარმდგენ მაჟორიტარ კანდიდატს და პირიქით თუ მაჟორიტარი ღირსეული პიროვნებაა, იმაზე მეტი ხმა აიღოს ვიდრე იმავე ოლქში მის მიერ წარდგენილმა პარტიამ. არჩევანი ძალიან მარტივი აქვს ამომრჩეველს. აქ რჩება რამდენიმე კითხვა და არ მიწყენს ალბათ ბატონი დავითი, თუ ვიტყვით რომ პირველ შემთხვევაში, კლასიკურ გერმანულ მოდელს, არამხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება არამედ, სჭირდება რეფერენდუმი, იმიტომ რომ ჩვენ, 2003 წელს მოსახლეობამ გადავწყვიტეთ რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, უნდა შეგვემცირებინა. მაშინ გამოდის რომ ამომრჩეველს, რომელსაც რეალურად კანონი აძლევს, ორი ხმის უფლებას, რჩება ერთი იმიტომ რომ მან უნდა გადაწყვიტოს ან უნდა აირჩიოს, კონკრეტული პარტიის მიერ წარდგენილი, კანდიდატი, რომელიც უნდა რომ აირჩიოს პარლამენტში და თუ, ამას აირჩევს, ეს იმას ნიშნავს რომ, მის, მიერ მიცემული ხმა პროპორციულ ნაწილში, უბრალოდ აღარ დაითვლება”,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები