ჰაიკო მაასი: ქართველები უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში, თავიანთ ქვეყანაში კი, ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ე.წ. საზღვართან ძალადობრივ დაკავებებს ბოლო უნდა მოეღოს.

„ქართველები უკვე ორი წელია, უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში. თავად ქართველებს საქართველოში კი, ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ და ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მასიურად ეზღუდებათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ბევრ მათგანს ძალადობრივად აკავებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს.
რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები